რა ბედი ელის პარლამენტის წინ 1989 წლის 9 აპრილის დროინდელ ფილებს

  • 22 იანვარი 20:24

"ევროპული საქართველოს" წევრი, თბილისის ყოფილი მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებისას იმ ფილების დაზიანების საფრთხეზე საუბრობს, რომელზედაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეების სისხლი დაიღვარა.

"როდესაც პარლამენტის წინა სივრცის რეკონსტრუქცია გაკეთდა და 9 აპრილის მემორიალი დაიდგა, ახლად დაგებულ ფილებს შორის შენარჩუნდა ის ფილები, რომელზედაც ქართველების სისხლი დაიღვარა 1989 წლის 9 აპრილს. პრორუსული "ოცნებისგან" ისიც მოსალოდნელია, ჩვენი ისტორიის ეს ნაკვალევიც გადაშალონ. ამიტომ წინმსწრებად ვწერ, როგორც გაფრთხილებას. იმედია, მომავალი თაობები შეგვინარჩუნებენ ამ მეხსიერებასაც და ამ ფილებსაც", – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯერ კიდევ 2019 წლის 26 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც, მისი თქმით, დღეს ისევ აქტუალური გახდა.


წყარო