“დიახ, ნაგავს ვახარისხებდი, არც მიტყდება, ვიჯექი და ვარჩევდი ნარჩენს – დღეს წარმატებული ვარ”

  • 22 იანვარი 18:27

“მინიონების” მენეჯერი თაზო ბენიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“დიახ, ნაგავს ვახარისხებდი და არც მიტყდება ამის-თქმა…. ვიჯექი და ვარჩევდი სხვადასხვა ნარჩენს, გადასამუშავებლად ვამზადებდი…. დიახ და საერთოდაც არ მიტყდება, ეს ჩემი ცხოვრების წარსულია…


დღეს კარგად ვარ წარმატებული ვარ ადამიანობაში, წარმატებული ვარ საქმიანობაში დიახ ასე ნელი სვლით გაჭირვებით და წვალებით მოდის ყველაფერი… დღეს ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის მინიონების თანამშრომელი ვარ… დიახ მენეჯერის პოზიციაზე, დიახ ეს ყველაფერი ადამიანობით და პატივისცემით ნდობით და შრომით მოდის. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ყოველთვის იყო ჩემს გვერდით… მადლობა დედას რომ გამაჩინა და ამღზარდა, ბებიამ რომელმც გამზარდა და რომელიც აღარ მყავს.
მადლობა თქვენ მეგობრობისთვის, მადლობა მათ ვინც მენდობა, მადლობა მათ ვისაც ვუყვარვარ
ცხოვრება მშვენიერია სიცოცხლე ბედნიერებაა.”