ასტრომოდა 2020: მოდური ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • 21 იანვარი 10:16

ცნობილმა ასტროლოგმა ვასილისა ვოლოდინამ თითოეული თანავარსკვლავედის წარმომადგენლებისთვის მოდური ტენდენციების ასტროპროგნოზი შეადგინა.

აქ ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რომ 2020 თეთრი ლითონის ვირთხის წელია, რომელიც ძალზე მომთხოვნია სამოსის მიმართ და აფასებს სადღესასწაულო განწყობას.


ცეცხლის ნიშნები - ვერძი, ლომი, მშვილდოსანი


ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის რეკომენდებულია, რომ მათი სამოსი არ იყოს გამომწვევი, მაგრამ უნდა იყოს გემოვნებიანი. ასტროლოგი გირჩევთ, მოირგოთ მოსახერხებელი პასტელის ფერების ტანსაცმელი და ყურადღება გაამახვილოთ ოქროსა და ლითონის აქსესუარებზე - ეს დიდ შესაძლებლობებს მოიზიდავს და ფინანსურ წარმატებას უზრუნველყოფს. სავალდებულო პირობაა თვითგამოხატვა და ფანტაზია. მოერიდეთ მონოტონურ ნახატებს ქსოვილზე, მაგალითად, ბრტყელ ფიგურებს, უჯრედებს, რათა სამოსი ხალიჩის ეფექტს არ იწვევდეს და თქვენში ლიდერის თვისებებს არ ახშობდეს.


ჰაერის ნიშნები - ტყუპი, სასწორი, მერწყული


ჰაერის ნიშნები 2020 წელს სიმსუბუქისკენ უნდა ისწრაფვოდეთ თავის ყველა გამოვლინებაში. ასტროლოგის თქმით, შესანიშნავად იგრძნობთ თავს მსუბუქი და ტალღოვანი ქსოვილებისგან დამზადებულ სამოსში. სასურველია, მოერიდოთ მძიმე ფეხსაცმელს, საკინძეებს, ჩანთებს. ეს დაგამძიმებთ იმ დროს, როცა ფრენისკენ უნდა ისწრაფვოდეთ. შინაგანი ჰარმონიისა და თვითშეფასების შენარჩუნებისთვის სცადეთ უჩვეულო სამკაულები, აქსესუარები. მაგალითად, ექსკლუზიური ქამრები, თმის სართავები, ტროპიკული პრინტები, გრაფიკული დეტალები, ეთნო და სხვა.


წყლის ნიშნები - კირჩხიბი, მორიელი, თევზები


კირჩხიბების, მორიელებისა და თევზებისთვის რეკომენდებულია ისეთი სამოსი და ნივთები, რომლებიც სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს. ეს შეიძლება იყოს როგორც მოდური ქვედა ბოლოები და კოსტიუმები ელიტური საღამოებისთვის, ისე უბრალო ნივთები, რომლებიც სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს. კარგი განწყობის შესანარჩუნებლად, უმეტეს შემთხვევებში, სასურველია უპირატესობის მიცემა კაშკაშა ფერებისთვის, რომლებიც ასოცირდება ვნებასთან, სიყვარულთან და ძლიერ გრძნობებთან. ასტროლოგი ასევე გირჩევთ, ელიტური წვეულებებისთვის მოერიდოთ უფორმო სამოსს და მეტი აქცენტი ტანზე მოტმასნილ ტანსაცმელზე გააკეთოთ. ასევე, ოპტიმალურ ვარიანტად სპეციალისტი განიხილავს ბოჰოს - ეფექტურსა და ნოსტალგიურს, ამავე დროს, ყოველდღიურს. სამკაულები კი, სულაც არაა სავალდებულო, ძვირფასი იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს დახვეწილი და ნატიფი.


წაიკითხეთ სრულად