21 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

  • 21 იანვარი 09:46

გაეცანით 21 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ


21-31 იანვარი


ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან – 21 იანვარი – 19 თებერვალი.


21 იანვარი – 31 იანვარი მერწყულის ნიშნის პირველი დეკადაა.


ამ პერიოდში დაბადებულებს ვენერა მფარველობს. ეს ადამიანები მორცხვი და დელიკატური არიან.


მნიშვნელოვანი წლებია: 12, 22, 32, 42, 52.


ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ნეგო (უკვდავა).


ისინი ყოველთვის ელეგანტურნი და მშვენიერნი არიან. მათგან ენერგია უწყვეტად მოედინება, მათ ოპტიმიზმს კი საზღვრები არა აქვს. მათში ჩადებულია მძლავრი ცხოვრებისეული პოტენციალი, ამიტომ იოლად წყვეტენ დავებს, საქმეებს, ლახავენ ბარიერებს. აქვთ მშვიდობისმოყვარე და მხიარული ხასიათი, ამით გარშემომყოფებს თავის მიმართ სიმპათიით განაწყობენ.


21 იანვარს დაბადებულები


21 იანვარს დაბადებულები ჭკვიანი და გამჭრიახი პიროვნებები არიან, საოცარია მათი მოქმედებების სისწრაფე და სიმტკიცე და ვითარებებზე მორგების უნარი. ეს ადამიანები გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ხანდახან ხისტი არიან, ამბიციური; საკუთარი მოსაზრება ყოველთვის გააჩნიათ. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ, თუმცა ზოგჯერ მერყეობა პრობლემის წარმატებით გადაჭრის შანსს ხელიდან აშვებინებს. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ქორწინება კარგს არაფერს უქადით, შემდგომი ოჯახური ურთიერთობები მყარი და ბედნიერი აქვთ. ფინანსურად უმართლებთ, მოწიფულობაში სოლიდური თანხა შეიძლება დაუგროვდეთ.


21 იანვარს დაბადებულები მწვერვალების დაპყრობისკენ ისწრაფვიან, ამიტომ ამ მწვერვალზე ასვლის შემდეგ ქვევით დაშვება აღარ სურთ და ყველანაირად ცდილობენ, იქ პოზიციები გაიმაგრონ. სანამ არ გააცნობიერებენ საკუთარი ამბიციების რეალურ მნიშვნელობას, მათი თავმოყვარეობა დანგრეული ოცნებებისა და გეგმების გამო დაიტანჯება. თავიანთი დადებითი თვისებების, ენერგიულობისა და მიზანსწრაფულობის მიუხედავად, 21 იანვარს დაბადებულები შეიძლება გადაეშვან გართობაში და თავზე კონტროლი დაკარგონ. ამიტომ წარმატება მხოლოდ მათ ელოდება, ვინც შინაგან წინააღმდეგობებსა და პიროვნულ მისწრაფებებს ერთმანეთთან შეაჯერებს.


21 იანვარს დაბადებულები, როგორც წესი, ერთი მდგომარეობიდან მეორეში - მოდუნებიდან ძალების კონცენტრირებამდე სწრაფად გადადიან, ამიტომ წონასწორობის მდგომარეობის შენარჩუნება უჭირთ. თუმცა, ლიდერობის სურვილი, ადრე თუ გვიან, მათ მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას ასტიმულირებს. და თუ მიზანს მიაღწევენ, ამ დღეს დაბადებულები თავიანთ პოზიციებს უკვე აღარ დათმობენ. სხვადასხვა ფაქტორს - წინააღმდეგობრივ ინტერესებს, ჯანმრთელობის პრობლემებს, ასაკს ან წარუმატებელ კარიერას მათი აქტიურობის შემცირება და აპათია შეუძლია გამოიწვიოს. წარუმატებლობა კარიერაში კი მაშინ მოდის, როდესაც მათ პიროვნებაში მხიარული მხარე რაციონალურსა და სერიოზულს სძლევს.


წაიკითხეთ სრულად