ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის

  • 21 იანვარი 00:39

ჩინეთმა დაადასტურა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ადამიანი ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტის შემდეგ ავადდება.

ახალი ვირუსი, რომლემაც, სულ მცირე 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხვდა.



CNN ჩინეთის ოფიციალური უწყებებზე დაყრდნობით წერს, ახალი ტიპის კორონავირუსი ადამიანებს თავდაპირველად ცხოველებიდან გადაედოთ, კერძოდ კი თევზის ბაზრობაზე ნაყიდი პროდუქციიდან.


თავდაპირველად ვირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა, თუმცა, ბოლო პერიოდში ამ კორონავირუსით ინფიცირებულები სხვა ქვეყნებშიც აღმოაჩინეს, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს კი დაავადების სიმპტომებზე ამოწმებენ.


"ჩვენთან შემოტანის რისკი ძალია მინიმალურია, მხოლოდ თეორიული", – განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.


წყარო