წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

  • 21 იანვარი 00:19

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის ეროვნულ გუნდთან 13:14 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ფაბიო ბარალდი და მარკო ელაჩა იყვნენ, რომელთაც 3-3 ბურთი გაიტანეს.


რევაზ ჩომახიძის მომზადებული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას განაგრძობს და 22 იანვარს მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის თურქეთის გუნდს შეხვდება. თურქების დამარცხების შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრების მეტოქე გერმანია-რუმინეთის წყვილში გამარჯვებული იქნება.


წყარო