გამყრელიძის პირველი კომენტარი: მოაღწევს თუ არა საქართველომდე უცნობი ვირუსი, რომელიც ჩინეთში გამოჩნდა

  • 20 იანვარი 23:26

არსებობს თუ არა საქართველოში ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საფრთხე. ამ თემის შესახებ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში ვირუსის იმპორტირების თეორიული და პრაქტიკული საფრთხე არ არსებობს.


"ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჰუბეის პროვინცია, დაახლოებით 60 მილიონამდე მოსახლეობით და მის დედაქალქში, ჰუვანში 19 მილიონი მოსახლით, აქ დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა, რომელსაც იწვევს ვირუსების ჯგუფი, ე.წ კორონა ვირუსები, რომელიც ცნობილი ჯგუფია და რომელმაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია. 41 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან ორი დამთავრდა ლეტალურად. უკვე ექსპორტირებულია რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებში, ტაილანდსა და იაპონიაში, რომელთაც პირდაპირი ფრენები აქვთ ამ პროვინციის დედაქალაქში. ჩვენთან შემოტანის რისკი არის ძალიან მინიმალური, იმიტომ, რომ ჩვენთან პირდაპირი ფრენა იმ პროვინციიდან, რომელშიც ეს შემთხვევებია დაფიქსირებული, არ არის. ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით იქნება მოწოდებული. ამ ეტაპზე საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული ქვეყანაში ვირუსი იქნეს იმპორტირებული, არ არსებობს", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.


წყარო