თეოლოგი: სოდომიზმი პარპაშებს და დიდ საცეცებს ფლობს სინოდში

  • 20 იანვარი 22:57

"ძალიან მარტივი მოცემულობაა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში: სოდომიზმი პარპაშებს და დიდ საცეცებს ფლობს სინოდში. პრაქტიკულად სასულიერო იერარქიასა და სამღვდელო დასში სწორედ ეს ძალა ქმნის კლიმატს, რაც ყველამ კარგად იცის და რაზედაც ყველა ვერ საუბრობს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი წერს. 

"ამოცანა გვეკითხება: რატომ დუმს ეპისკოპატი მომაკვდინებელ ცოდვებსა და უზნეობაზე? პასუხი ცალსახაა: იმიტომ, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაზე არსებობს სერიოზული კომპრომატები. ნახევარი სინოდი არის მრუში და ნახევარი კი ფარული პედოფილი და ჰომოსექსუალი. განსაკუთრებით არ ინდობა იმათი პატიოსნება, ვინებსაც ე.წ. "საპატრიარქოს სკოლა" აქვთ განვლილი. ამასთან, უმეტესობა მათგანი არის ჩვეულებრივი მომხვეჭელი, ვაჭარი და ფულის გამთეთრებელი "კულტურული" თაღლითი. აღარაფერს ვამბობ მათ ინტელექტუალურ თუ ერუდიციულ დონეზე, რაც ძალზე საგანგაშო და სამარცხვინო რეალობას მოიცავს. ფაქტობრივად უბირების, არშემდგანი და განუხორციელებელი პირების, კომპლექსიანი ეგოისტებისა და სრულფასოვნად არარეალიზებული სექსუალური პერვერტების კოლექტივია, რომელსაც კრემლის ემისარი შორენა თეთრუაშვილი მართავს კაგებეშნიკ პატრიარქ ილიასთან ერთად!


ეს თაობა, საბჭოთა პლეადა - სრული შემადგენლობით ათეისტური, ურწმუნო, ყალბი, სადუკევლური კასტაა, რომელთათვისაც ქრისტე საშუალებაა და არა მიზანი!


ეს არის ზღვარდაუდებელი ფუფუნების მოყვარული, ხამებად ქცეული მღვდელმთავართა საბჭო, რომელთაც არანაირი სოლიდარობა და სიყვარული არ გააჩნიათ ღარიბი სამწყსოსადმი. სწორედ მათნაირებზე ამბობდა წმ. კვიპრიანე კართაგენელი: "მაშინ, როდესაც ძმები ეკლესიაში შიმშილობენ, მოხვეჭის ვნებით გატაცებული ეპისკოპოსები ავაზაკურად ეუფლებიან საერთო შემოსავალს"!


ამ ლეგეონს, განსაკუთრებით ხშირად უყვარს სიტყვა "საქართველოს" ბერძნული შესატყვისის - "Γεωργία"-ს (გეორგია) წარმოთქმა. ეტყობა გამორჩეულად მოსწონთ გე-"ორგია"-ს ბგერითი შედგენილობა. ის ხომ მათ ცხოვრების წესზე მიუთითებს!


ეს, ვითომ პროგრესული მეუფეები მაინც ყველაზე უფრო სასაცილო და არაფრის მაქნისი ფაშები არიან ამ ბალმასკარადში!


სულ მაინტერესებს, ნეტავ ეს კვერთხები რომ დააქვთ, სინამდვილეში რა დანიშნულებისთვის იყენებენ?", - წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი.