იაპონურმა ავიაკომპანიამ პირველ კლასში ქართული ქვევრის ღვინო შეიტანა

  • 20 იანვარი 22:48

Japan Airlines-ის პირველი კლასის ლაუნჯში, ქართული ქვევრის ღვინო იქნება წარმოდგენილი და მგზავრებს მისი დაგემოვნების საშუალება ექნებათ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონურმა ავიაკომპანიამ ქართული ღვინო შეარჩია და აღსანიშნავია, რომ ის დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

ქართული ქვევრის თეთრი ღვინო, შალაური რქაწითელი, Japan Airlines-მა 2018 წელს შეარჩია. “შალაური” პრესტიჟული ღვინის სიაში შევიდა, რომელსაც პირველი კლასის მგზავრებს შესთავაზებენ. ღვინოსთან ერთად საინფორმაციო დაფაც არის წარმოდგენილი, რომელზეც საქართველოს დროშა, რუკა და ქართული ღვინის შესახებ მოკლე ინფორმაციაა დატანილი.

წყარო