შეყვარებულისგან თავის დასაღწევად მამაკაცმა დანაშაული ჩაიდინა

  • 20 იანვარი 22:39

ჩინეთის ქალაქ შანხაიში, მამაკაცმა ცეკვის სტუდიიდან 285 დოლარიანი ბლუთუზის სპიკერის მოპარვა სპეციალურად სცადა, რათა შეყვარებულისგან განმარტოებულიყო.

უცნაური მიზეზით ჩადენილი ქურდობისა და მამაკაცის აღიარებითი ჩვენების შესახებ globaltimes წერს.


"მინდოდა, რაღაც დროით მარტო ვყოფილიყავი და ჩემი შეყვარებულისგან თავი დამეღწია – ამბობს მამაკაცი.


როგორც მან პოლიციელებთან აღნიშნა, მისი შეყვარებული დაჟინებით ითხოვდა დაქორწინებას. როგორც მამაკაცი ამბობს, შედეგები წინასწარ ჰქონდა კარგად გააზრებული. კერძოდ, ის რომ ციხეში გატარებული პერიოდის განმავლობაში მას შეყვარებული თავს ვეღარ მოაბეზრებდა.


წყარო