ზუგდიდში პოლიციელს თავს დაესხნენ

  • 20 იანვარი 22:32

ზუგდიდის ე.წ. ფაიფურის დასახლებაში პოლიციელს თავს დაესხნენ.

როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზუგდიდის ე.წ. ფაიფურის დასახლებაში  მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ფაქტებზე სსკ-ის 236-ე მუხლით და 19-353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.


მათივე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.