ანიტას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა 

  • 20 იანვარი 22:30

ანიტას მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანიტასთვის შექმნილ სპეციალურ ჯგუფში წერენ. 

"ექიმები ცდილობენ გააუმჯობესონ სისხლის მიმოქცევა, რადგან სისხლი რთულად მიეწოდება კიდურებს და ანიტას ხელები გაუმუქდა.

გრძელდება ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია სეფსისის სამკურნალოდ.

ამ ეტაპზე ისევ დგას დიალიზის საჭიროება.

როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ანიტა რეანიმაციული განყოფილების ყველაზე ცელქი პაციენტია.

მიუხედავად იმისა, რომ ხელები შეფუთული აქვს, მაინც ახერხებს ზონდის გამოძრობას და ინტუბაციის მილის წვალებას, ამიტომ, რაც დამაძინებლების დოზა შეუმცირეს, ექიმები ხშირად ეძახიან
ანიტას დედიკოს დასახმარებლად.

ჩვენ იმედით და მოთმინებით ველოდებით ჩვენი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას", - წერენ სოციალურ ქსელში.