ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა

  • 20 იანვარი 22:19

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა. სარესტავრაციო სამუშაო ფონდ "ქართული გალობის" მხარდაჭერით ჩატარდა.

შენობის უნიკალური კედლის მხატვრობა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა აღადგინეს. დარბაზი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებულ ფოლკლორულ ჩანაწერებს აერთიანებს.