"1 წლის ალექსის მდგომარეობა უკეთესია"

  • 20 იანვარი 18:51

1 წლის ალექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გასულ დღეებთან შედარებით, უკეთესია. ამის შესახებ ალექსის დედა სოციალურ ქსელში ალექსისთვის შექმნის სპეციალურ გვერდზე წერს. 

"ბავშვის მდგომარეობა გასულ დღეებთან შედარებით არის უკეთესი, არის კონტაქტური, ზომიერად აქტიური, სიცხე არ აქვს, გვერდითი გამოვლინებები პირველი ქიმიის შემდეგ ამ ეტაპზე არ აღენიშნება. სისხლის ანალიზი არის ნორმის პარგლებში, ცვლილებები არაა ექიმის თქმით.


სხვა ანალიზები, როგორიცაა MRT, MRA ან EXO ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ მდგომარეობის ადექვატური შეფასება ამ ეტაპზე არ შემიძლია. ჩემი სუბიექტური დაკვირვების მიხედვით კი, მგონია, რომ უკეთესობისკენ მივდივართ", - წერს სოციალურ ქსელში ალექსის დედა. 


1 წლის ალექსს რაბდოიდური სიმსივნე დაუდგინდა. ბავშვი ამჯერად იაშვილის კლინიკაშია და საჭიროებს სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანას. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება:


ალექსის მამის ანგარიშის ნომერი:


GE54BG0000000161812619 საქართველოს ბანკი


მიმღები: ბექა პატურაშვილი.