როგორი სექსუალური ფანტაზიაა ნორმალური?

  • 17 იანვარი 21:49

ამის გასარკვევად ჩატარებულ ონლაინ-გამოკითხვაში 799 მამაკაცი და 718 ქალი მონაწილეობდა.

 რესპონდენტთა საშუალო ასაკი - 30 წელი. მათ შორის: 81,1% - ჰეტეროსექსუალი; 3,6% - გეი და ლესბოსელი; დანარჩენი - ბისექსუალი.


 სექსუალური ლტოლვის დარღვევების განსაზღვრისთვის ამერიკული ფსიქიატრიული კლასიფიკაცია იყინებს გამოთქმას „ანომალიური სექსუალური ფანტაზიები“; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტებში კი ფიგურირებს სიტყვა „უცნაური“.
ეს ორი განსაზღვრება მონრეალის (კანდა) უნივერსიტეტის მეცნიერებმა არასაკმარისად მიიჩნიეს და შეეცადნენ, გაერკვიათ, როგორი სექსუალური ფანტაზიებია უფრო ხშირი და ნორმალური და როგორი - იშვიათი და უცნაური.


კვლვას სათავეში ჩაუდგა ექიმი კრისტიან ჟუაიალი (Christian Joyal), შედეგები კი გამოქვეყნდა გამოცემაში: The Journal of Sexual Medicin.


კვლევის მონაწილეებს სთხოვეს, 7-ბალიან შკალაზე, დიაპაზონით „კატეგორიულად არ ვეთანხმები“-დან „სრულიად ვეთანხმები“-მდე, შეეფასებინათ 55 სიუჟეტი, რომელთაგან თითოეული შექმნილი იყო ასეთი სქემით: „მე მქონია ფანტაზია, რომ ...“;


თუკი რომელიმე სიუჟეტი რესპონდენტისგან 3 ან მეტ ქულას დაიმსახურებდა, ჩაითვლებოდა, რომ მსგავსი ფანტაზია ამ რესპონდენტსაც ჰქონია, ეს კი მკვლევარებს საშუალებას აძლევდა, მსგავსი სიუჟეტი ფართოდ გავრცელებულ ფანტაზიად მიეჩნიათ.
გარდა ამისა, ავტორებმა გამოავლინეს ტოპ „საყვარელი“ ფანტაზიები, ანუ ისეთები, რომლებმაც ყველაზე მეტი მაღალი ქულა დაიმსახურეს.


ქალების „საყვარელი“ და ამასთან ყველაზე გავრცელებული სექსუალური ფანტაზია აღმოჩნდა:
1. სექსი განსაკუთრებულ ან უცნაურ ადგილას;
2. სექსი უცნობ მამაკაცთან;
3. ჯგუფური სექსი.


მამაკაცების „საყვარელი“ და ამასთან ყველაზე გავრცელებული სექსუალური ფანტაზიებია:
1. ანალური სექსი;
2. ორალური სექსი;
3. უცნაურ ადგილებში სექსი.
ჯგუფური სექსი მამაკაცებს მე-4 ადგილზე აქვთ. სხვათა შორის, ჯგუფური სექსის ფანტაზიაში მამაკაცებისა და ქალების პროცენტული რაოდენობა თითქმის ტოლია, თუმცა ორგიის მონაწილეთა იდეალური შემადგენლობაში - აბსოლუტურად განსხვავებული.


საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია BDSM სიუჟეტები - ანუ ეროტიკული ძალადობის თამაში. ასეთ სცენებში ქალები უმეტესად დამორჩილებას ამჯობინებენ, მამაკაცები - დომინანტურ როლს.


გაუპატიურების შესახებ პირდაპირი კითხვა არ დასმულა, თუმცა რესპონდენტებს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდნენ იძულებით სექსზე. შედეგი თითქმის იგივე იყო, როგორიც BDSM-ის შემთხვევაში.


 „არატიპური“ ფანტაზიებია (ასეთი ჰქონია რესპონდენტთა 15%-ზე ნაკლებს და იშვიათად) - სექსი მეძავთან; ფსიქოტროპული პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პარტნიორის დამცირება; „ოქროს წვიმა“ (პარტნიორზე მოშარდვა) და სექსი საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლით.


საბედნიეროდ, ყველაზე იშვიათია ფანტაზია მცირეწლოვანთან სექსზე, ასევე - ცხოველებთან სექსზე.


გენდერული სხვაობა თითოეულ პუნქტთან მიმართებით არსებობს, თუმცა, მეცნიერთა აზრთ, განსაკუთრებით საინტერესოა შემდეგი ორი:


1. ქალის სექსუალური ფანტაზიის გმირია მისი პარტნიორი მამაკაცი ან უცხო მამაკაცი, გამოგონებული პერსონაჟი; მამაკაცს კი აღაგზნებს კონკრეტული ქალის წარმოსახვა - თუმცა, არა იმის, ვინც გვერდით ჰყავს.


წაიკითხეთ სრულად