"ვიცი, გაინტერესებთ ანიტას ამბავი...“ - ანიტას ბებია ამ დროისთვის ბოლო სიახლეს ავრცელებს

  • 14 დეკემბერი 23:46, 2019 წელი

პატარა ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ამ დროისთვის ბოლო სიახლეს ავრცელებს, რომელიც ანიტასთვის შექმნილმა ფეისბუქგვერდმა გამოაქვეყნა:

"საღამომშვიდობისა ყველას!
როგორც წესი,დღის შემაჯამებელს უფრო დეტალურად ვწერთ ხოლმე,მაგრამ რაკი დღეს განსაკუთრებით აღელვებულები ვართ,მოკლედ დავწერთ სიახლეებს:
ამ ეტაპზე მოლაპარაკების რეჟიმში ვართ ისევ ინდოეთთან, ერთი შეხედვით რა არის ამდენი მოსალაპარაკებელი,მაგრამ უამრავი დეტალია რასაც დაზუსტება სჭირდება,ინდოელი ექიმები თავად გაესაუბრნენ ავტრიის კლინიკაში ექიმებს, დეტალურად გამოიკითხეს ანიტას მდგომარეობა, რომელიც ამ ეტაპზე მძიმეა,იმდენად,რომ ავტრიელ ექიმებს უკვირთ კიდეც ჩვენი გოგო რომ წამოჯდა და ცოტა ხანი ითამაშა,ვერ ამოუხსნიათ საიდან აქვს ამის ენერგია. ვერ დავაჯერებთ,რომ ეს თქვენი სიყვარულის და ლოცვის შედეგია,ამიტომ არც ვუხსნით ) უფრო დეტალურად მოგვიანებით დავწერთ"- წერს ანიტას ბებია.