ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ერთი კაცია ჩარჩენილი

  • 14 დეკემბერი 23:24, 2019 წელი

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ერთი მამაკაცია ჩარჩენილი.

როგორც PIA.GE  -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე სამაშველო ჯგუფი გავიდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება.

"ინიციატორის განცხადებით, მამაკაცი კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფება და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას.შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდა სამაშველო ჯგუფი.დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი",- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.