"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)

  • 14 დეკემბერი 23:06, 2019 წელი

"ტვ პირველის" ჟურნალისტი სალომე თითმერია და ოპერატორი ბექა მარშანიშვილი დღეს საღამოს მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

"ქართული ოცნების" ღონისძიების დასრულების შემდეგ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა პროფესიულ საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ. ოპერატორს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


ჟურნალისტის თქმით, აგრესიულად განწყობილ ადამიანებს ის კითხვები არ მოეწონათ, რომელსაც ჟურნალისტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსვამდა.


პოლიციაში გადამღები ჯგუფის წევრებთან იმყოფებიან არხის დამფუძნებელი ვატო წერეთელი და გენერალურ დირექტორი ინგა გრიგოლია.



წყარო.