"ქართულმა ოცნებამ" დღეს საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა აღნიშნა (ფოტოკოლაჟი)

  • 14 დეკემბერი 22:03, 2019 წელი

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ორ­გა­ნი­ზე­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ევ­რო­საბ­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა გაიმართა, რომელიც სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნით და­ი­წყო.

აქ­ცი­ა­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, მი­ნის­ტრე­ბი, დე­პუ­ტა­ტე­ბი, პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი და წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.



„ევროპა არის საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი“, - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა გიორგი გახარიამ.



როგორც "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა თბილისის მერმა პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მიმდინარე აქცია-ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქართველისთვის ადვილია ევროპაში თავის დამკვიდრება, რადგან მათ ზუსტად ჩვენსავით ესმით თავისუფლების ფასი.



საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს ამ ორგანიზაციის გაძლიერებას.



საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას ასევე გამოეხმაურა ვიცე პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არის საშუალება, არა მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის, არამედ ყველა იმ მოქალაქისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია.



თავისუფლების მოედანზე, "ქართული ოცნება" საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი აქცია-ღონისძიება "საქართველოს გზა ევროპისკენ" "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული.



ღონისძიებას საქართველოს რეგიონებიდან, კახეთიდან, გორიდან, სამეგრელოდან და სამცხე ჯავახეთიდან პარტიის მხარდამჭერები შემოუერთდნენ.


სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ქვე­ყა­ნა 27 ნო­ემ­ბერს გახ­და და 2020 წლის მა­ი­სამ­დე იქ­ნე­ბა.