მთავარი არხზე შუადღის ახალ გადაცემას ცნობილი სახეები წაიყვანენ

  • 14 დეკემბერი 21:47, 2019 წელი

14 დეკემბრიდან, ყოველ შაბათ-კვირას "მთავარი არხზე" ახალი შუადღის გადაცემა იწყება, რომელიც ახალი სახეები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები წაიყვანს.

შაბათობით, ლიტერატურული გადაცემის წამყვანები ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე და ტორესა მოსი იქნებიან და "ლიტერატურულ სამკუთხედს“ შექმნიან.


კვირას, 15 დეკემბერს, შუადღე “მთავარ არხზე” სხვა წამყვანებით წარსდგება მაყურებლის წინაშე. ყოველ კვირა დღეს მაკა ჩიჩუა, მარინა ბერიძე, სალომე დადუნაშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი  ხელოვნებაზე ისაუბრებენ.