ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: ცილისწამებისთვის ყველას სასამართლოში მოეთხოვება პასუხი

  • 14 დეკემბერი 21:02, 2019 წელი

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, ექიმის შვილი თათა გაფრინდაშვილი ეხმაურება.

თათა გაფრინდაშვიული არ გამორიცხავს, რომ ოჯახმა სასამართლოს მიმართოს, რათა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის ყველამ პასუხი აგოს.


"არ შევდივართ ვინმესთან პოლემიკაში. ყველა ადამიანს, იქნება ეს კერძო პირი, საკრებულოს დეპუტატი თუ ე.წ. ბოტი, ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სასამართლოს გზით მოეთხოვება პასუხი“, - აცხადებს თათა გაფრინდაშვილი.


წყარო.