რა ჯადოსნურ საჩუქარს მიიღებ დაბადების დღეზე

  • 14 დეკემბერი 12:11, 2019 წელი

შენი დაბადების თარიღი არ არის რიცხვების შემთხვევითი ნაკრები. ეს არის ცნობა იმ ჯადოსნური საჩუქრის შესახებ, რომელიც ამ სამყაროში მოსვლისას გადმოგეცა.

მნიშვნელობა არ აქვს, გჯერა თუ არა. მაშინაც კი, თუ შენ არასოდეს გიცდია ამ ინფორმაციის მოძიება, შენი საჩუქარი ყოველთვის შენთან იყო, არის და იქნება. გეთანხმები, ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა, რომ არ გცოდნოდა მის შესახებ. სწორედ ამიტომ მე მოვიძიე ეს ინფორმაცია, რათა გაიგო თუ, რომელ ჯადოსნურ ძალას ფლობ შენ. 


მაშ ასე გამოთვლა ასე ხდება: დაალაგე დაბადების თარიღი ასე - დღე/თვე/წელი და ეს რიცხვები შეაჯამე მანამ, სანამ 1 ციფრს არ მიიღებ.


მაგ: ვთქვათ დაიბადე 1/09/1978 - 1 + 8 + 1 + 9 + 7 + 8 = 34  =  3+4=7


სწორედ ეს ბოლო ციფრი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლის განმარტებაც დაბლა უნდა მოძებნო:


1 - მაგია


თუ გამოთვლების შედეგად მიიღე ციფრი "1", მაშინ იცოდე, რომ ეს რიცხვი ნიშნავს შექმნას, ქმნილებას.


2  - თანაგრძნობა


ძალიან მგრძნობიარე ხარ იმ ენერგიის მიმართ, რომელიც ჩვენს ირგვლივ გვხვდება. ბევრად მეტად ვიდრე სხვა ადამიანები. ამიტომაც, ადრეული ბავშვობიდან გრძნობ იმას, რასაც სხვები გრძნობენ. გამოირჩევი თანაგრძნობის უნარით


3 - სამფაზიანი მთვარე


ეს ფიგურა მთვარის სამი ფაზის სიმბოლოა. გაქვს შექმნისა და განადგურების ძალა. ფრთხილად იყავი საკუთარ ოცნებებთან, რადგან ისინი აუცილებლად ახდებიან.


4 - ელემენტალისტი


ეს ციფრი აღნიშნავს 4 ელემენტს: ცეცხლს, წყალს, ჰაერსა და დედამიწას. შენი არსება იდეალურ ბალანსშია ყველა ამ 4 ელემენტთან, ასე რომ ძალიან რაციონალური და ძალიან ჭკვიანი ხარ.


5 - სპირიტუალისტური


ციფრი "5" სიმბოლოა მეხუთე ელემენტის - სულის (ეფირი, როგორც მას უწოდეს ძველ ბერძნულ მაგიაში). ამ რიცხვის ქვეშ დაბადებული მუდმივ კავშირშია სულიერ სამეფოსთან. მას შეუძლია ადვილად გამოძახოს ძალები სხვა სამყაროდან და დაუკავშირდეს მათ.


6 - მზის მოწაფე


ციფრი 6 მზისა და მასთან დაკავშირებული ყოველფრის სიმბოლია. შესაბამისად, შემ ენერგიის ძლიერი ნაკადი გაქვს. ჯადოსნური საჩუქარი მზისგან გადმოგეცა ასე, რომ თითქმის ყოვლისშემძლე ხარ.


7 - მთვარის მოწაფე


ციფრი 7 მთვარისა და მთელი მისი მაგიის სიმბოლოა. შენი ჯადოსნური საჩუქარი მთვარის ძალაა, ანუ ბევრისთვის უხილავის დანახვა. 


8 - ტრადიციული


ჯადოქრობა
8 მიიჩნევა ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნურ ციფრად. თუ გამოთვლისას მიიღე 8, მაშინ უზარმაზარი ჯადოსნური ძალის მფლობელი ხარ.


9 - შამანი


ბოლო სიიდან ჩამოთვლილი სიმბოლო, სიმბოლოა ყველა ზემოაღნიშნულისა. ეს არის კარიბჭე, სადაც ეს ყველაფერი მთავრდება და თავიდან იწყება. ამიტომაც ყველაფერს ხედავთ ისე, როგორც არავინ.


წყარო.