რატომ უჭირავთ ბავშვობვის მეგობრებს დიდი ადგილი თქვენს ცხოვრებაში

  • 14 დეკემბერი 10:59, 2019 წელი

ბავშვობის მეგობრები ყველას ჰყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მეგობრობას ვერ ინარჩუნებს. შეიძლება ითქვას, რომ ის ადამიანები, ვისაც ბავშვობის მეგობრები ჰყავს ძალიან ბედნიერები არიან.

ბავშვობის მეგობარი არის ადამიანი, რომელიც მომსწრეა როგორ იზრდებოდი და ყალიბდებოდი პიროვნებად, როგორ გტკიოდა და გიხაროდა, როგორ ეცემოდი და დგებოდი-მან შენი ცხოვრების ყველა ეტაპი იცის. მაგრამ ეს მხოლოდ ცოდნა არ არის, ის შენს ამ ყველა განსაცდელს თავადაც იზიარებდა, განუგეშებდა და შენთან ერთად უხაროდა.


აი რატომ არიან ბავშვობის მეგობრები ასე ძვირფასები ჩვენს ცხოვრებაში:


ბავშვობის მეგობრებმა ზუსტად იციან საიდან მოდიხართ, ვინ იყავით და რა გზით იარეთ…


ცხოვრებაში უამრავი ადამიანი გხვდებათ, მათ უმეგობრდებით, უყვებით თქვენ შესახებ, ოჯახს, მშობლებს, მეგობრებს აცნობთ, ბავშვობის მეგობრებმა კი ეს ყველაფერი ისედაც იციან, ეს ახსნას არ საჭიროებს, მეტიც-ისინი ოჯახის წევრებადაც ითვლებიან.


ის იმდენად ახლობელია, არ ღელავ იმაზე როცა სახლი არეულია, ან რაიმე წესრიგში არ გაქვს. მოკლედ, ის შენი უახლოესი ადამიანია…


მათ იციან თქვენი უარყოფითი თვისებები, მაგრამ მაინც უყვარხარ


ისინი არასოდეს განგსჯიან ამა თუ იმ საქციელს გამო. იციან თუ როგორ მოიქცევით ნებისმიერ სიტუაციაში. ყველა მხრივ გიცნობენ და ზურგს ნებისმიერ სიტუაციაში გაგიმაგრებენ.


თქვენ ბავშვობის მეგობრებთან უამრავი მოგონება გაკავშირებთ


ყველაზე სახალისო და ამავე დროს სევდიანი თქვენი მოგონებების გახსენებაა.


რამდენ ფოტოზე შეგიძლიათ ისტორიის მოყოლა? საოცარია! თავგადასავლების გახსენება დაუსრულებელლად შეგიძლიათ.


ერთად ისევ ისეთები ხართ, როგორებიც წლების წინ, ბავშვობაში


რა შეიძლება იყოს იმაზე მაგარი, უკვე ზრდასრულ ასაკში, როცა ადამიანი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ბავშვობის მეგობრის მხარდაჭერას გრძნობ. იმასაც ფიქრობ, რომ ბავშვობა კი არ დამთავრდა, არამედ ის თქვენით გრძელდება.


ბავშვობის მეგობრებთან ხართ ის, ვინც სინამდილეში ხართ


არ არის საჭირო რაღაცეების დამალვა, ბავშვობის მეგობარი იმდენად კარგად გიცნობთ, რომ ეს არ გამოგივათ. პირიქით, მასთან თავისუფლდებით და ხართ ის, ვინც სინამდვილეში ხართ.


ბავშვობის მეგობარი არის ის, ვისთანაც თამაში საჭირო არ არის.


წაიკითხეთ სრულად.