"მაქვს ძვირადღირებული წამალი იქნება ვინმეს სჭირდება და გამაჩუქებინოთ "კაბივენი" ჰქვია"- თეა ცეცხლაძე

  • 14 დეკემბერი 00:55, 2019 წელი

სოციალურ ქსელში ოფიციალური გვერდი "ბათუმი / Batumi" ავრცელებს ინფორმაციას, რომ წამალი სახელწოდებით "კაბივენი", რომელიც ძვირადღირებულია და საქართველოში არ იყიდება მფლობელს, თეა ცეცხლაძეს სურს რომ გააჩუქოს.

"მეგობრებო, მივიღეთ შეტყობინება, იქნებ, გაგვავრცელებინოთ, აჩუქებენ ძვირადღირებულ წამალს, რომელიც საქართველოში არ იყიდება... იქნებ, ვინმეს სჭირდება.


გამარჯობა, მინდა პოსტი დადოთ თუ არ შეწუხდებით, მაქვს ძვირადღირებული წამალი, რომელიც სამწუხაროდ ბოლომდე ვერ მოვახმარეთ ჩემ დას, იქნება ვინმეს სჭირდება და გამაჩუქებინოთ
"კაბივენი" ჰქვია, თურქეთიდან ჩამოვიტანეთ, 4 ასეთი გვაქვს”


დარეკეთ: 597040419, თეა ცეცხლაძე",- წერია პოსტში.