"ეს უიმედობა... რამ აიძულა ასთი სასოწარკვეთილი წარწერების გაკეთება..."

  • 14 დეკემბერი 00:25, 2019 წელი

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, თბილისში არასრულწლოვანის მიერ სკოლის კედლებზე გაკეთებულ წარწერებს ეხმაურება.

ჩიჩუა თვლის, რომ აღნიშნული წარწერები უიმედობის გამომხატველია და ფსიქოლოგების მეშვეობით მოზარდისთვის დახმარების აღმოჩენა აუცილებელი იყო.


"თუ ეს ის წარწერაა რაც ამ ბავშვმა დაწერა, პირიქით უნდა მოქცეულიყვნენ... უნდა ჩაერიათ ფსიქოლოგები და თანმიმდევრულად ამოეხსნათ რა უჭირდა მოზარდს და რამ აიძულა ასთღი სასოწარკვეთილი წარწერების გაკეთება...  თანაც ასაკი ზუსტად ისეთია როცა გარდამტეხ ასაკს ახლავს ეს უიმედობა...", - წერს მაკა ჩიჩუა.


11 დეკემბერს თბილისში 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა.


ექიმების ინფორმაციით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როგორი განვითარდება რეაბალატაციის პროცესი, ახლა ამის თქმა შეუძლებელია.


ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზად სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განიხილება.