"ამ ამბავში კარგად ჩანს რა დღეშია ბავშვი სკოლაში, როგორ ექცევიან მას პოლიციაში და ზოგადად რად უღირს ის ქვეყანას"

  • 13 დეკემბერი 23:24, 2019 წელი

ფსიქოლოგი მაია ცირამუა, სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერის შემდეგ არასრულწლოვანის მიმართ განვთარებულ მოვლენებსა და სუიციდის მცდელობასთან დაკავშრებით მის გადაწყვეტილებას აფასებს.

"ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში ბავშვებმა კედლები მოხატეს. ცხადია ეს ფაქტი არ დარჩენილა რეაგირების გარეშე. საქმეც აღიძრა და ბავშვებს პასუხისმგებლობაც დააკისრეს. არა ისეთი, როგორიც ჩვენთან - "დანაშაულის"აღიარების იძულება, ფსიქოლოგიური წნეხი და შანტაჟი.


პასუხისმგებლობა კი შემდეგი სახისა იყო - ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს კედლების გასუფთავებაში, ხოლო ამის შემდეგ მათ დაევალათ შეესწავლათ რა არის Street art, რა კანონმდებლობა და რეგულაციები არსებობს ამასთან დაკავშირებით და როცა საკითხში კარგად გაერკვნენ, უკვე შესაძლებლობა მისცეს მოეხატათ ქალაქის ის კედელი, რომელზეც შესაბამისი ნებართვა არსებობდა.


"ასე უნდა მუშაობდეს არასრულწოვანთა მართლმსაჯულება, სადაც მთავარი პრინციპია ბავშვმა გაიზაროს მატერიალური და მორალური ზიანი, რაც ქალაქს, საზოგადოებას ან პიროვნებას მიაყენა და რამე გააკეთოს (ანუ პასუხისმგებლობა აიღოს) სიტუაციის გამოსასწორებლად. ესაა ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება. ასე აზროვნებს სახელმწიფო, სადაც ბავშვი რამეს წარმოადგენს.


პ.ს. ამ ამბავში კი, რაც გუშინ მოხდა კარგად ჩანს რა დღეშია დღეს ბავშვი სკოლაში, როგორ ექცევიან მას პოლიციაში და ზოგადად რად უღირს ის ქვეყანას", - წერს ფსიქლოგი მაია ცირამუა.


11 დეკემბერს თბილისში 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა.


ექიმების ინფორმაციით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როგორი განვითარდება რეაბალატაციის პროცესი, ახლა ამის თქმა შეუძლებელია.