"ხელისუფლება ერის გენოციდის რეჟიმში ხართ და კიდევაც ზეიმობთ?"

  • 13 დეკემბერი 23:05, 2019 წელი

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და შემაჯამებელს პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

გამზარდიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"9 წლის ბავშვი პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თავის მოკვლას ცდილობს.


ექიმი, რომელმაც გმირული პატრიოტიზმი გამოიჩინა, ოკუპანტების ციხეში რჩება.


საოკუპაციო ზოლზე ყოველდღე იტაცებენ მოქალაქეებს.


ახალგაზრდა დემონსტრანტებს ხელისუფლება ციხეში აყურყუტებს.


ფასები ისეა მომატებული, რომ ღარიბთა რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს.


მმართველი პარტიის თავმჯდომარე იძახის რომ ეკონომიკა არც გვაქვს და არც გვექნება და წადით მოჯამაგირეებად უცხოეთში, თქვენს სამშობლოში არაფერი დაგრჩენიათო.


პრეზიდენტი იძახის, ჯარი არც გვყავს და არც გვექნება, დაუცველები ვართ და ვიქნებითო.


პრემიერი მშვიდობიან დემონსტრანტებს არბევს და ელემენტარული პროტესტის გამო ციხეში ამისამართებს მოქალაქეებს.


ტოტალური ზეწოლა მიდის სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებზე ხელისუფლების სასარგებლოდ.


ფარული და ირიბი, ზოგჯერ პირდაპირი დევნა მიდის ხელისუფლების მაკრიტიკებლების მიმართ თითქმის ყველა დონეზე.


და ამ ყველაფრის შემდეგ, ან რა სინდისით ან რა მორალური უფლებით ზეიმობთ ხელისუფლებავ იმ ფაქტს, რაც მხოლოდ რიგითობის გამო მოუწია სახელმწიფოს.


ხელისუფლება ერის გენოციდის რეჟიმში ხართ და კიდევაც ზეიმობთ? თქვენი...


პ.ს, და ვინც ამბობთ, რომ თქვენი ნებით მიდიხართ, რა სინდისით მიდიხართ, რა სინდისით..." - წერს არჩილ გამზარდია.