ფოტო რომლის გამოც სავარაუდოდ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა ცადა

  • 13 დეკემბერი 22:40, 2019 წელი

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი "ფესიბუქის" პირად გვერდზე სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერსი ფოტოს აქვეყნებს.

როგორც წიქარიშვილი წერს, სწორედ ეს წარწერა გახდა თბილისში არასრულწლოვანი ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი.


"სკოლის კედელზე დატოვებული ერთ-ერთი წარწერა რის გამოც 15 წლის ბავშვი პოლიციაში გატეხეს და ცხოვრებაზე უარი მართლა ათქმევინეს.


ღმერთო ბიჭი დიდხანს აცოცხლე, მაგრამ აი ასეთი ქვეყანა მართლა არაფრით იმსახურებს არსებობას!
მრცხვენია", - წერს ბექა წიქარიშვილი.



11 დეკემბერს თბილისში 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა.


ექიმების ინფორმაციით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როგორი განვითარდება რეაბალატაციის პროცესი, ახლა ამის თქმა შეუძლებელია.