რეზო გაბრიაძის წერილი როინ მეტრეველს

  • 13 დეკემბერი 20:48, 2019 წელი

სოციალურ ქსელში აქტიურად ზიარდება ქართველი კინოს რეჟისორისა და მწერლის რეზო გაბრიძის წერილი, რომელიც მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს როინ მეტრეველს მისწერა.

გაბრიაძის წერილს უცვლელად გთავაზობთ:


ძვირფასო როინ, შენ კარგად გეხსომება ჩემი სტუდენტობა. ნათელი დაადგეს ზაურ ბოლქვაძეს, შენ ჯვარი გწერია, თქვენ რომ არა, დღესაც უსტიპენდიოდ, მეორე კურსზე ვიქნებოდი. ეჰ, საწყალი კაკო კარანაძე და დათიკო ჯაბოძეც იღებდნენ მონასწილეობას კურსიდან კურსზე ჩემს გადაყვანაში.


ახლა საქმე-სამი წლის წინ პრეზიდენტმა მირჩია ჩამოსვლა. მე მას 50 წელია ვიცნობ, ამიტომაც აღარ გავამეორებინე, ამას სხვასაც არ ვურჩევ.


ჩამოვედი და შევუდექი თეატრის აღორძინებას. სხვათა შორის, ამ საქმეში მეხმარება ერთი ქართლელი კაცი ჯემალ გულიაშვილი, ძალიან საქმიანი კაცი. ეხერხება: ლესვა, ხერხვა, ღებვა, ცნობების აღება, მოსაცდელში ლოდინი, "მალიარკა", მოკლე სადღეგრძელოები, ადრე ადგომა, გვიან დაწოლა, რასაც მისთვის არაფერი სარგებელი არ მოაქვს.


საქართველოში სამი წელი საკმარისია, რომ გაკოტრდეს ბილ გეიტსი. შენ ადვილად წარმოიდგენ ჩემი და ჩემი თეატრის ფინანსურ მდგომარეობას.


ძალიან გთხოვ დაეხმარო ჩვენს თეატრს: ჯემალ გულიაშვილის ქალიშვილი, თსუ. სტუდენტი, ერთი წლით გაათავისუფლო სწავლის გადასახადისგან. ლაპარაკია. სწორედ იმ თანხაზე, რომელიც მე, თავის დროზე, სამართლიანად. არ მერგებოდა.


დაე, გაიმარჯვოს სულგრძელობამ.


შენი რეზო გაბრიაძე
2000 წ.