ე.წ. სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

  • 13 დეკემბერი 17:37, 2019 წელი

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დასრულდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება.


ცნობისთვის, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმი გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა დააკავეს.


15 ნოემბერს ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.