"ვგრძნობ თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს ჩემს მიმართ"

  • 13 დეკემბერი 17:11, 2019 წელი

მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას მხრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  წარმოთქმულ რეპლიკას სიტყვიერ დაპირისპირებად არ აფასებს.

 

"სიტყვიერ დაპირისპირებას ამ პროცესს ვერ დავარქმევდი. ბოლო პერიოდში ვგრძნობ თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს ჩემს მიმართ და ალბათ, ეს იყო მიზეზი იმ რეპლიკებისა, რომელიც ჰქონდა ჩემს მიმართ," - განაცხადა დაჩი ბერაიამ.


თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაჩი ბერაიას "მონა" უწოდა.


წაიკითხეთ ვრცლად.