"ერთი თმა არ გადამინერგეს, დანარჩენი ყველაფერი გამიკეთეს"

  • 13 დეკემბერი 15:59, 2019 წელი

ერთი თმა არ გადამინერგეს, დანარჩენი ყველაფერი გამიკეთეს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ძველი საქმე ვიღაცამ თაროზე შემოდო და იმედი ჰქონდა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოდესმე დასჭირდებოდა და ასეც მოხდა.


"მომიხსნეს ყველაფერი ამ სამაჯურის გარდა. როგორც ჩანს ყველაფერს აკეთებენ, რომ აუტკივარი თავი აიტკიონ. ეს ადამიანები ჭკვიანურს უკვე ვეღარაფერს გააკეთებენ. უნდა აღიარონ, რომ სუსტები არიან და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, ამის აღიარებას არ აპირებენ მაგრამ წინ გაწვებიან რქებით. ველოდებოდი იმას, რაც დღეს მოხდა. ვიღაცამ იფიქრა ალბათ ეს საქმე ხომ არ შემოვდოთ თაროზე რაში გამოგვადგება ვინ იცისო და აი გამოადგათ. თავისთვის კარგი განაჩენიც ვერ გამომიტანეს, დამაჯარიმეს უბრალოდ. სამაჯური დამადეს, სახლში რაღაც აგრეგატი დავუყენეთ, პასპორტი ჩამოვართვით, მიტინგზე სიტყვით გამოსვლის უფლებით შევზღუდეთ, რა ვიცი ერთი თმა არ გადამინერგეს, თორემ ყველაფერი გამიკეთეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.