"დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი - სოლიდური შემოსავლის მაუწყებელი გახდება"

  • 13 დეკემბერი 10:14, 2019 წელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის 13 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს.

მეტი დრო დაუთმეთ უფროსი თაობის ნათესავებთან ურთიერთობას. მოერიდეთ კონფლიქტებს და სტრესულ სიტუაციებს, სულსწრაფ მოქმედებას და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.


ჯანმრთელობა – მოერიდეთ მწარე და ცხარე საკვების, მაიონეზის და კეტჩუპის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს. კარგი დღეა პროთეზირებისა და კბილების სამკურნალოდ.


დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, ამეთვისტო, რაუხტოპაზი, ოპალი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.


სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც სოლიდური შემოსავლის მაუწყებელი გახდება.


წაიკითხეთ სრულად.