ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

  • 13 დეკემბერი 10:11, 2019 წელი

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს 16:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმი გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 


მას შემდეგ რაც ექიმმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრების არსებობა არ აღიარა, მას ცხინვალის რეჟიმმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 


ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე რჩება ცხინვალის იზოლატორში. 


აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე.