გურამ ვეკუა ევროპის ჩემპიონი გახდა

  • 13 დეკემბერი 00:26, 2019 წელი

გურამ ვეკუა ჭაბუკ ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. 

 

ისრაელის ქალაქ ეილათში ვეკუამ ატაცში 126, აკვრაში კი 151 კილოგრამი დაიმორჩილა და ისევე როგორც ორივე დისციპლინაში, ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა.


ორჭიდში დაფიქსირებული 277 კილოგრამით ქართველმა ძალოსანმა ევროპის რეკორდი გააუმჯობესა და კარიერაში მსგავს შედეგს პირველად მიაღწია.


წყარო