Saudi Aramco-ს ღირებულების $100-იანები დედამიწას 73-ჯერ შემოევლებოდა

  • 12 დეკემბერი 18:27, 2019 წელი

"უდიდესი არაბული სახელმწიფო ნავთოკომპანია Saudi Aramco ბირჟაზე გავიდა.ვაჭრობის შედეგად 1 აქციის ფასმა 32-დან 35.2 რიალამდე მოიმატა, თავად კომპანიის კაპიტალიზაციამ კი $1.7 ტრლნ-დან 1.88 ტრლნ-მდე" , - ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი M2b ავრცელებს.

გავრცელებულ სტატიაში ნათქვმია, რომ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი თავდაპირველ ფასად $2 ტრლნ-ს განიხილავდა. საერთაშორისო ექსპერტების რჩევით საწყისი ღირებულება $300 მლრდ-ით შეამცირეს, თუმცა ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ღირებულება ბოლოს საწყის შეფასებასთან უფრო ახლოს აღმოჩნდა.


Saudi Aramco-ს ამჟამინდელი ღირებულება Apple-სას $680 მლრდ-ით აღემატება. მაინც რამდენია  1 880 000 000 000 დოლარი?


პლანეტის უმაღლესი ცათამბჯენის ბურჯ-ხალიფას მშენებლობა $1.5 მლრდ დაჯდა, შესაბამისად $1.88 ტრლნ-დ 1250 ბურჯ ხალიფა აიგებოდა. ანუ თბილისი-ბათუმამდე გზის ორივე მხარეს ყოველ 600 მეტრში თითო ბურჯ ხალიფას ჩადგმა იქნებოდა შესაძლებელი.



გაგრძელება