პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი

  • 12 დეკემბერი 17:57, 2019 წელი

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი და უვადო მოსამართლედ გაამწესა.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: თამარ ალანია - არცერთი მომხრე, 6 წინააღმდეგი; მერაბ გაბინაშვილი - 86 მომხრე 1 წინააღმდეგი; შოთა გეწაძე - 2 მომხრე 4 წინააღმდეგი; მირანდა ერემაძე - 83 მომხრე, 1 წინააღმდეგი; მამუკა ვასაძე - 88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი; მაია ვაჩაძე- 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი; თამარ ზამბახიძე- 89 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი; შალვა თადუმაძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი; ვლადიმერ კაკაბაძე - 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი; ლევან მიქაბერიძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი; გიორგი მიქაუტაძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი; პაატა სილაგაძე - არც ერთი მომხრე, 3 წინააღმდეგი; ნუგზარ სხირტლაძე - 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი; ლალი ფაფიაშვილი- 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი; ნინო ქადაგიძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი; ლაშა ქოჩიაშვილი- 2 მომხრე, 3 წინააღმდეგი; ქეთევან ცინცაძე - 85 მომხრე 1 წინააღმდეგი; ალექსანდრე წულაძე- 87 მომხრე, 1 წინააღმდეგი; გოჩა ჯეირანაშვილი - 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი.


შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 20 კაციანი სია გადაუგზავნა, თუმცა ერთ-ერთმა კანდიდატმა ზაზა თავაძემ უზენაესის მოსამართლეობაზე უარი თავად თქვა. მისი კენჭისყრის საკითხი პლენარულ სხდომაზე აღარ დადგა.