რას ამბობს დეპუტატი, რომელიც პარლამენტში ქიმიური ხსნარის დაღვრაშია ეჭვმიტანილი

  • 12 დეკემბერი 16:37, 2019 წელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შემოიტანეს და შემოსვლისას პირველად დამოუკიდებელ დეპუტატ ნატო ჩხეიძესთან მივიდნენ გაფრთხილების მიზნით.

თავად ჩხეიძე ამ განცხადებას "რეზონანსთან" საუბრისას გაუგებარს უწოდებს და ვოლსკის ასეთი ვარაუდების გამოთქმისგან თავის შეკავებას ურჩევს.


"გამაფრთხილა წადი აქედანო? მაშინ რატომ არ წავედი? - ძალიან გაუგებარია. ჯობია, რომ ასეთ ვარაუდებს ნუ გამოთქვამენ, აქვე ვარ და მკითხონ. არავის გავუფრთხილებივარ რომ გამოვსულიყავი და არ ამოვხრჩობილიყავი იქ, თორემ უფრო ადრე გამოვიდოდი, ვიდრე ბატონი მდინარაძე გაგვაფრთხილებდა," - ამბობს ჩხეიძე.


წაიკითხეთ სრულად.