რატომ აპირებს ირმა ნადირაშვილი სახელის გადაკეთებას

  • 12 დეკემბერი 16:02, 2019 წელი

"ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

pia.ge-ს მიერ გავრცელენული ინფორმაციით, დეპუტატის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ინციდენტში ბრალი თავად მას დასდო. 


"არჩილ თალაკვაძემ ქიმიური შეტევა მოხდა პარლამენტზეო. მდინარაძემ პირადად მე დამდო ბრალი. მგონია დროა ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი", - აღნიშნა ნადირაშვილმა. 


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, ორმა დეპუტატმა ქალმა პარლამენტში პერფორმანსი დადგა. 


ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სხდომის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.