"მარტო ოჯახი დახვდა... მსოფლიო მოიგო მაგრამ არავინ დააფასა"...

  • 12 დეკემბერი 10:15, 2019 წელი

ჩემპიონი მკლავჭიდში ლევან საგინაშვილი იგივე "ჰალკი" მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელია, საქართველოში გამარჯვებულის სტატუსით დაბრუნდა. 

World Of Sport Legends-ს ოფიციალურ  ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსულ ჩემპიონს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ.


"მარტო ოჯახი დახვდა.. მსოფლიო მოიგო მაგრამ არავინ დააფასა. მერე რომ გამოვა სხვა ქვეყნის სახელით დაიწყება მოღალატეაო, დავაფასოთ ბიჭი", – წერია World Of Sport Legends


ტურნირში ჰალკმა ყველა მეტოქე 6:0 დაამარცხა – მათ შორის რუსი ვიტალი ლალეტინი, რომელსაც ფინალში დაუპირისპირდა. შეჯიბრების ფინალი 9 დეკემბერს, პოლონეთში, ქალაქ რუმიაში გაიმართა.