"ნაცები უნდა გაქრნენ პოლიტიკიდან" - სოსო რობაქიძე პარლამენტთან აქციაზე მივიდა

  • 12 დეკემბერი 10:10, 2019 წელი

პარლამენტთან, სადაც ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.

"მე რომ ადამიანი შემხედავს, მეტყვის, აქ რა გინდაო, არ არის ტუტუცი?! ვაშაძეს რა უნდა, ან ბოკერიას რა უნდა აქ?!  მე არავის მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ ერთი ამის პასუხი მითხარით, 720 კაცი მოკლა ამ მთავრობამ ციხეში და გააუპატიურა?! თუ, უარესი აქვთ გაკეთებული, გადავალ ნებისმიერის მხარეს. ოცნების ბრალია, რომ ჩემნაირი ხალხი აიჭრა, მივმართავ ოცნებას, ეს უნდა იყოს ბოლო წელი, ნაცები საერთოდ უნდა გაქრნენ პოლიტიკიდან.  არ აქვთ უფლება აქეთ შემოგვიტიონ. ისედაც 15 წელია ნერვები მაქვს მოშლილი," - განაცხადა სოსო რობაქიძემ.


წაიკითხეთ სრულად.