"მათთვის, ვისთვისაც გაუგებარია ქ-ნი პრეზიდენტის ნათქვამი, ყურადრებით გაეცანით IISS-ის მონაცემებს"

  • 11 დეკემბერი 15:35, 2019 წელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, ქართული არმიის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ამბობენ, ყველა ნათქვამს გამგები ჭირდებაო. მათთვის, ვისთვისაც გაუგებარია ქ-ნი პრეზიდენტის ნათქვამი, ყურადრებით გაეცანით სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ისტიტუტის [(IISS), ბრიტანეთი] მონაცემებს და ადვილად დარწმუნდებით, რომ "რაღაც დალპა დანიის სამეფოში"...


P.S. გულზე მჯიღის ცემა მათგან, ვისთვისაც საქართველოსთვის ომი, ან სულაც ჯარში სამსახური მხოლოდ აბსტრაქციაა და ერთ დღეს ვინ ჩივის, ერთი საათი არ უმსახურიათ არსად, საერთოდაც მიუღებლად მიმაჩნია.
დაოკდით ბატონებო, ჯარი გაწუხებთ? წაბრძანდით, იმსახურეთ...


ვიცი, ბევრს არ მოგეწონებათ, რაც ვთქვი... არც მე არ მომწონს, როდესაც ქვეყნის შიგნით ღობეებს მივლებენ, ანდა სხვა ქვეყნის მესაზღვრეები ჩემს თანამოქალაქეებს ესვრიან...


P.S. ძალიანაც რომ არ დაიბნეთ, ნახეთ აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო..." - წერს დავით თევზაძე.



"არც ჯარი გვაქვს, არც არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ თუნდაც რეგიონი უცებ დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ცოდნა, მეცნიერება და კულტურა ჰქვია. ძალიან მდიდარია რეგიონი არამხოლოდ ამ მხრივ, არამედ თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით და მომავლით. ჩვენი თავის უნდა დავიჯეროთ, რომ გვაქვს ეს შესაძლებლობები და არ დავიწყოთ ჩვეულებრივი ქართული ვარიანტები, რომ "მე თუ ვარ ის არ უნდა იყოს" და ა.შ" - პრეზიდენტის ამ განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.


მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა რომ პრეზიდენტის სიტყვაკონტექსტიდან ამოვარდნილი იყო სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.