"მის გარეშე ძალიან მიჭირს - ტყუილია, რომ ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო"

  • სარკე
  • 11 დეკემბერი 12:50, 2019 წელი

მომღერალი ზუკა ხუცშვილი, მამის გიო ხუციშვილის სახელობის ქუჩაში გახსნის საქმეში ყველა მონაწილე პირს მადლობას უხდის.

 

ის მამას ჟურნალ "სარკესთან" კიდევ ერთხელ იხსენებს. ამბობს, რომ დრო ყველაფრის მკურნალი არ არის და გიოს გარეშე ცოვრება დღემდე ძალიან უჭირს.


"გიოს დიდი  ტვირთი და პასუხისმგებლობა ჰქონდა. მე ჩემთვის ცალკე ვაკეთებდი საქმეს მაგრამ, მაინც ყველაფერში მისი იმედი მქონდა. ვიცოდი რაც უნდა მომხდარიყო ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდა  და არაფრის მეშიოდა. ცივ ნიავს არ მოგაკარებს ისეთი მამა იყო. მის გარეშე ძალიან მიჭირს. ტყუილია, რომ ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიო. დრო უბრალოდ გაჩვევს ტკივილს, რომელსაც ვერასდროს გააყუჩებ. გიოზე ლაპარაკი და მისი ქება ცოტა მეუხერხულება, მაგრამ ვიტყვი რომ ყველა მხრივ ძალიან დიდი ადამიანი იყო. საზოგადოება მას მხოლოდ ქალაქური მუსიკით იცონობდა. მე კი გეტყვით, რომ გიოს არა მხოლოდ მუსიკაში აქვს უამრავი რამ გავლილი, ის აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, წყალბურთს თამაშობდა, სამთავრობო სტრუქტურაშიც მუშაობდა, ასევე სპორტის სასახლის დირექტორიც იყო. უამრავი რამ მახსენდება, ყველაფერს ერთად ვერ ჩამოვთვლი. ერთი სიტყვით, მრავალმხრივ ნიჭიერი იყო. ახლახან მისი სახელობის ქუჩაც გაიხსნა, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქცების დამაკავშირებელია. ამაზემოპალარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობდა და მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო მიდა მადლობა გადავუხადო", - ამბობს ზუკა ხუციშვილი.


 

წყარო: სარკე