"ნეტა სიმსივნე ხათუნას კი არა მე დამმართნოდა - მან მასწავლა რა არის სიყვარული"

  • სარკე
  • 11 დეკემბერი 12:09, 2019 წელი

მომღერალი ზურა ხაჩიძე, მისი მეუღლის ხათუნა ჟორდანიას ჯანმთელობის მდგომარობაზე "ჟურნალ" სარკესთან საუბრობს.

 

ის ამბობს, რომ ხათუნა, დაავადდებამდეც და მისი აღმოჩენის შემდეგაც ეკლესიაში ხშირად დადის, ლოცულობს, ეზიარება და სჯერა რომ დაავადებას დაამარცხებს. 


"ხათუნა ჩემი მეორე ნახევარია, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. ის არის ქალი, რომელიც 16 წელია მიყვარს. 16 წელია მიფრთხილდება და 16 წელია ვუფრთხილდები. ნეტა ეს ავადმყოფობა მას არ დამართნოდა და მე დამმართნოდა. ხათუნა არის, ის ძალა ჩვენს ოჯახში, რომელზეც ოჯახის თითოეული წევრი დგას. ხათუნამ მასწავლა რა არის სიყვარული და რას ჰქვია ოჯახი. ხათუნა ხშირად დადის ტაძარში ამ დაავადების აღმოჩენს შემდეგაც. ხშირად ეზიარება და დარწმუნებული ვარ, ღვთის მადლით ამ რთული მდგომარეობიდან გამოვა. განსაცდელს დავძლევთ, ვიცი რომ ყოველი განსაცდელის შემდეგ სიხარული მოდის", - ამბობს ზურა ხაჩიძე "სარკესთან" ინტერვუში.


ექიმებმა ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ის მკურნალობის კურსს ისრაელში გადის.


 

წყარო: სარკე