ზამთრის 3 დღიანი დიეტა - გამოდევნეთ ორგანიზმიდან შაქარი და დაიკელით მარტივად

  • თბილისელები
  • 11 დეკემბერი 10:49, 2019 წელი

გთავაზობთ სამდღიან დიეტას, რომლის დახმარებითაც ზედმეტ წონასაც დაიკლებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ და რაც მთავარია, ტკბილის მოთხოვნილებას შეამცირებთ.

დღის განმავლობაში სვით გრეიპფრუტის, მოცვის ან ფორთოხლის წვენები, რასაც დაუმატებთ დაჭრილ რეჰანს ან პიტნას: ხილის წვენი ჩაასხით წყლიან მინის დოქში, დაამატეთ დაჭრილი პიტნა ან რეჰანი და სვით დღის განმავლობაში. ეს სასმელი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც ორგანიზმს შაქრის გამო დაგროვილი ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. ამასთან ერთად, ისინი შეიცავენ ბუნებრივ შაქარს, რომელიც ორგანიზმისთვის სასარგებლოა. აუცილებლად დალიეთ მწვანე, უშაქრო ჩაი, რადგან, მისი შარდმდენი მოქმედება წვავს ცხიმს და აბრკოლებს წყლის შეკავებას. უშაქრო ყავა კი დღეში ერთ ჭიქაზე მეტი არ მიიღოთ.


პირველი დღე


საუზმე: 1 ულუფა შვრია, 5 ცალი შავი ქლიავის ჩირი და 5 ცალი ნუში.


სადილი: მოხარშული ქათმის ფილე, ბოსტნეულთან ერთად (ყაბაყი, სტაფილო, ჭარხალი, თალგამი) და 5 ცალი ნუში.


ვახშამი: 1 ნაჭერი შემწვარი თევზი, ზეთში მოშუშულ ბროკოლთან ერთად.


მეორე დღე


საუზმე: 1 ულუფა შვრია, 1 ცალი ბანანი, 5 ცალი ნუში.


სადილი: ორთქლზე მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო, გახეხილ სტაფილოსთან და წითელ და ყვითელ ბულგარულ წიწაკასთან ერთად, ლიმონის წვენით, ცოტა მარილითა და დაჭრილი ოხრახუშით.


ვახშამი: პარკოსნების სუპი, 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.


მესამე დღე


საუზმე: 1 ულუფა შვრია, 5 ცალი ნიგოზი და ახალგამოწურული გრეიპფრუტის წვენი.


სადილი: 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ფილე, როზმარინით, ლიმონის წვენითა და სალბით, 8-10 ცალი ზეთისხილი.


ვახშამი: სოკოს ბულიონი ნივრით, ხახვით, სტაფილოთი, ნიახურით, ბეგქონდარათი და დაფნის ფოთლით ან ყავისფერი ბრინჯის სუპი სოკოთი, რეჰანითა და ტომატით.

წყარო: თბილისელები