რას ნატრობენ ქართველი ბავშვები?

  • 11 დეკემბერი 00:34, 2019 წელი

თოვლის ბაბუა რომ არსებობს და საჩუქრებს მთელი წლის განმავლობაში ბავშვების საქციელის მიხედვით განსაზღვრავს, ამას ყველა ბავშვი იჯერებს 10 წლამდე მაინც.

"ფორტუნა" გთავაზობთ 10 სურვილს, რასაც ბავშვები ნატრობენ:


"10. სახატავი დაფა, ფუნჯები და მოწყობილობები; რვეული, სადაც ნაწერი მხოლოდ შუქის მინათებით გამოჩნდება – ბარბარე ჩაკვეტაია, 9 წლის. თბილისი


9. ელზას კაბა და ნაწნავი – ანა ფიფია, 3 წლის. თბილისი


8. პლანშეტი და მატარებელი, დედასთვის კი საათი და სუნამო – ნიკოლოზ ძაძამია, 6 წლის. ზუგდიდი


7. ბურთი, რომელიც ღამე ანათებს, მინდორში ადვილად რომ ვპოულობდე – გივიკო ნადირაძე, 4 წლის. გორი


6. ტანსაცმელი, რომელიც არ ისვრება, დედა არ გამიბრაზდება მერე – თომა დუმბაძე, 3 წლის. ბათუმი.


5. დიდი ელა მაქვინი (წითელი მანქანა) – გაბრიელ ქარჩავა, 4 წლის. ზუგდიდი


4. მაღაზიაში გამყიდველმა ფული არ გადამახდევინოს, საერთოდ. არც კინდერშოკოლადზე და არც ბუენოზე – ელენე განგავა, სენაკი


3. "ლეგოს" სათამაშოები – დათა ოქრუაშვილი, 5 წლის. თბილისი


2. ერთნაირი სახლის მქონდეს გალში და ზუგდიდში – მანუჩარ ბაღბაია, 6 წლის. აფხაზეთი


1. წამალი, რომელსაც სუნი და გემო არ ექნება და კიდევ ნემსი, რომელიც არ მეტკინება – ანასტასია ბ, 4 წლის. თბილისი (იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის პაციენტი)


 


წაიკითხეთ სრულად