ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

  • 11 დეკემბერი 00:28, 2019 წელი

 "სამოქალაქო მოძრაობის" წევრი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტისგან, სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. 

ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტისგან ქართულ ჯართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ითხოვს ბოდიშის მოხდას. 


"მე, მივდივარ ხვალ 1 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან და მოვითხოვ მავნებელი "მთავარსარდლისგან" ბოდიშის მოხდას ! მე, რეზერვისტს და საქართველოს შეიარაღებული ძალების თაყვანისმცემელ ადამიანს, სხვა ათიათასობით ჯარისკაცთან, სერჟანტთან, ოფიცერთან და ვეტერანთან ერთად ამ სამარცხვინო საჯარო მოხელემ მომაყენა შეურაცხყოფა! არავის და მათ შორის ამ აშკარად მიზანმიმართულად სახელმწიფოს და ჯარის დამაკნინებელ ადამიანს არ მივცემთ შეიარაღებული ძალების აბუჩად აგდების უფლებას!", - წერს სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილი. 


შეგახსენებთ, დღეს სალომე ზურაბიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა:"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება".