ერდოღანისთვის ნობელის პრემია ჩაგვრასთან ასოცირდება

  • 10 დეკემბერი 23:37, 2019 წელი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ნობელის პრემიას მიანიჭებენ, უარს იტყვის. მისი თქმით, ნობელის კომიტეტმა "თავი სრულად ამოწურა და პოლიტიკურად მოტივირებულ, იდეოლოგიურ ორგანიზაციად იქცა".

"ნობელის კომიტეტმა თავის თავი ამოწურა. დღეს ის პოლიტიკურად მოტივირებული, იდეოლოგიური ორგანიზაციაა. ჩემთვის, მასში ღირებული არაფერი დარჩა. ეს ჯილდო ნიშნავს, რომ ისინი თანამშრომლობენ მათთან, ვინც მხარს უჭერს ჩაგვრას. ჩვენ ამის მიღება არ შეგვიძლია", - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში ბილკენტის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.



შეკითხვაზე დათანხმდება თუ არა ნობელის პრემიის მიღებას იმ შემთხვევაში თუ კი მას მიანიჭებენ, თურქეთის ლიდერმა უარყოფითად უპასუხა. მან აღნიშნა, რომ წელს თურქეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაში და თურქეთის მეგობრებს ამავე ქმედებისკენ მოუწოდა.


2019 წლის ნობელის პრემია ლიტერტურის, ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიცემა. ამავე დღეს ოსლოში გაიცემა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.


ჰანდკე 1996 წლიდან ყოველ წელს ჩადის სერბეთში, კოსოვოსა და მეტოქიაში და ადგილობრივებს ხვდება, მართავს ჰუმანიტარულ აქციებს. 2004 წლის მარტში ჰენდკემ ხელი მოაწერა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის მხარდამჭერ მიმართვას. 2005 წელს კი ის ჰააგის ციხეში მოინახულა.


წაიკითხეთ სრულად