როგორ დავტოვოთ პრობლემები წარსულში

  • 10 დეკემბერი 23:24, 2019 წელი

ახალი წლის დადგომამდე მნიშვნელოვანია, რომ დავემშვიდობოთ უსიამოვნებებსა და პრობლემებს, რათა მძიმე ტვირთი არ წავიღოთ თან ბედნიერ მომავალში.

 

 

რისგან უნდა გავთავისუფლდეთ ახალი წლის წინ


1. წარმავალ წელს უნდა გაწყვიტოთ კავშირები ადამიანებთან, რომლებიც ჭაობში გითრევენ. ესენი შეიძლება იყვნენ ცრუ მეგობრები, რომლებიც სინამდვილეში თქვენით მანიპულირებენ და, ზოგადად, სხვა ადამიანების ხარჯზე ცხოვრობენ. უნდა გათავისუფლდეთ ტოქსიკური ურთიერთობებისგან, რომლებიც თქვენ ზურგს უკან ჭორებს ავრცელებენ და საქმეებს აფერხებენ.


2. უნდა გაისტუმროთ ვალებიც, თან არა მხოლოდ ფინანსური. მაგალითად, უნდა შეასრულოთ დანაპირები. ეს ადამიანს ბედნიერების მოპოვებაში და იღბლის მობრუნებაში დაეხმარება.
პრობლემების წარსულში დატოვებას ხელს შეუწყობს ნებისყოფა, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. მავნე ჩვევები ის ტვირთია, რომელიც აფერხებს განვითარებას და უსიამოვნებების მიზეზი ხდება.


3. წარმავალი წელი ის დროა, როცა უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე, პრობლემები წარსულს ჩააბაროთ და ყურადღება საკუთარ საჭიროებებზე გაამახვილოთ. უნდა მოძებნოთ პირადი მიზნები და მიჰყვეთ საკუთარ მოსაზრებებს, უარი თქვათ გატკეპნილ გზაზე სიარულზე. პირადი ბედნიერება თითოეულისთვის განსხვავებულია, ამიტომ უარი თქვით სტერეოტიპებზე.
მიმავალ წელს ასევე უკან უნდა მოიტოვოთ სხვისი პრობლემები, რომლებიც არანაირად არ უწყობს ხელს პირად ბედნიერებას.


4. წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელია ის, რომ წარსულში დატოვოთ ყველაფერი, რაც აქტუალური აღარ არის. ნუ "ჩაიციკლებით" ნივთებზე, მიღწევებზე, თუ მათ სიხარული აღარ მოაქვთ.
"გადატვირთვის" კიდევ ერთი ეტაპია მიმავალ წელს ჩააბაროთ კონტროლის სიყვარული. საჭიროა თითოეული ნაბიჯის კონტროლის შეწყვეტა და ხანდახან არა გონებაზე, არამედ ინტუიციაზე დაყრდნობა.



წყარო