"ზაზა ინტრიგებზე მაღლა დადგა" - გიორგი ნაკაშიძე ზაზა ურუშაძეს იხსენებს

  • 10 დეკემბერი 16:32, 2019 წელი

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე რეჟისორ ზაზა ურუშაძეს იხსენებს. მსახიობი მას სიცოცხლით სავსე და იუმორის მქონე ადამიანად ახასითებს.

"კინოკავშირის ერთ-ერთი ყრილობა იყო და იქ ვნახე ბოლოს. ამერიკიდან რომ დავბრუნდით, ზაზა საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გახდა და გვთხოვა, მინდა ნიჭიერი ახალგაზრდები შემოხვიდეთ კავშირში, ინოვაციური რაღაცების დაგეგმას ვფიქრობ და თქვენ დამეხმარებითო. მეც დიდი ენთუზიაზმით მივედი. მაგრამ მე არაფერი ვიცი იმაზე, თუ რა ხდებოდა შიგნით. როგორც ვიცი, ზაზა რომ პოსტიდან გადადგა, საქართველოში არც იმყოფებოდა. უკრაინიდან შეატყობინა კავშირს, გადავდექიო. 


რამდენადაც ვიცი, ზაზა ინტრიგებზე მაღლა დადგა და ამიტომ წამოვიდა იქიდან. ძალიან აქტიური ადამიანი იყო და თავის გზას ყოველთვის იპოვიდა. 


ხშირი ურთიერთობა არ გვქონია, მხოლოდ პროფესიული კუთხით. სიცოცხლით სავსე, იუმორის მქონე ადამიანი იყო, რომელსაც ხელოვნება უყვარდა და მას ემსახურებოდა. სათუთად ეპყრობოდა თავის საქმეს.


"მანდარინების" გადაღებები არასოდეს არ დამავიწყდება. სანატრელი მომენტებია... მსახიობს თუ აქვს თავის წარმოდგენაში, როგორი შეიძლება იყოს კინო, ზუსტად ასეთი იყო "მანდარინების" გადასაღები მოედანი", - ამბობს მსახიობი.


წაიკითხეთ სრულად.


7 დეკემბერს რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.